06 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
174 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 4 მილიონამდე გარდაცვლილი - მსოფლიო ისევ კორონავირუსს ებრძვის

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 174 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი თითქმის 4 მილიონზე მეტი ადამიანია.

შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ ინდოეთია, მეორეზე ბრაზილია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, ქვეყანა ისევ მედიკამენტებისა და ჟანგბადის მარაგის კრიზისშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებენ, პრეპარატი განვითარებად ქვეყნებსაც გაუნაწილონ.

ესპანეთის საზღვრები უკვე ღიაა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის. სლოვაკეთი კი უკვე ევროკავშირის მეორე სახელმწიფოა, რომელმაც რუსული ვაქცინის "სპუტკინკის" გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები