09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
„არა სტალინიზმს, საბერძნეთი ევროკავშირში უნდა დარჩეს,“ – საბერძნეთმა 600 მილიარდი ევროს დავალიანება ვერ გადაიხადა

„არა სტალინიზმს, საბერძნეთი ევროკავშირში უნდა დარჩეს,“ –ამ ლოზუნგებით გამოდიოდა ათასობით ადამიანი ათენში გამართულ აქციაზე.

სინტაგმას მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმზე ისინი ევროპელების მიერ შემოთავაზებული მკაცრი პირობების მხარდაჭერას აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროპის დატოვება ქვეყნისთვის არასწორი გზა იქნება.

ქვეყანას ამოიწურა ანტიკრიზისული პროგრამის ვადაც და დათქმულ დროში ვერც მილიარდ 600 მილიარდი ევროს ოდენობის ვალიც ვერ გადაიხადა.

საბერძნეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

პროგრამის ამოწურვამდე, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მისი ხანმოკლე ვადით გაგრძელება და ახალი ორწლიანი პროგრამის დაწყება ითხოვა, რაზეც ევროპელმა ჯგუფმა უარი განაცხადა.

ევროჯგუფმა უკვე დაიწყო ათენის მიერ შეთავაზებული ახალი გეგმის შესწავლა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ 5 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ მიიღებენ.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები