თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულების არსებითი განხილვა დასრულდა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე და საქმის ის გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკაში.
აკაკი ხუსკივაძის თქმით, მოწმემ დღეს მათი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ცნობისთვის, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ისნის #5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით 50 000 დოლარი შესთავაზეს.