03 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
დღეს "დიდი შვიდეულის" სამიტი გაიხსნება

დღეს "დიდი შვიდეულის" სამიტი იხსნება. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკვე დიდ ბრიტანეთში არიან.

მსოფლიო ლიდერები სამდღიან სამიტზე პანდემიის დაძლევის, კლიმატის ცვლილების, ჩინეთსა და რუსეთთან ურთიერთობებისა და სხვა საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

სამიტს წინ უძღოდა ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ლიდერებმა ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შეთანხმებას " ახალ ატლანტიკურ ქარტიას" მოაწერეს.

დღის ამბები