06 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო სამხრეთ აფრიკაში, სადაც ბოლო 24 საათში 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად მატულობს ინგლისშიც. ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევის დადასტურების გამო დაიხურა სასტუმრო, რომელშიც "დიდი შვიდიანის" გერმანული დელეგაცია რჩებოდა.

ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს. ბულგარეთის მთავრობა პირბადის ტარების ვალდებულებას მოხსნის სპორტულ დარბაზებში, სალონებში, მაღაზიებსა და ოფისებში, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის.

საჯარო სივრცეების დიდ ნაწილში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება დანიაშიც.

შეერთებული შტატების მსგავსად კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების განახლებას მხარს უჭერს ევროკავშირიც. შესაძლოა "დიდი შვიდეულის" ქვეყნები მსოფლიოსთვის ვაქცინების 1 მილიარდი დოზის გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები