06 მაისი 2024,   18:12
ვრცლად
ძალოვნები დაღესტანში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში შეიჭრნენ და ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგო და უფლებადამცველები დააკავეს

დაღესტანში ძალოვნები შტურმით შეიჭრნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში და რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის უფლებადამცველები და ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგო.

ხალიმატ ტარამოვა ჩეჩნეთიდან ძალადობას გამოექცა. ახლობლები ახალგაზრდა ქალს ორიენტაციის გამო ფიზიკურ შეურაცხყოფას რეგულარულად აყენებდნენ. გაქცევის შემდეგ მან პოლიციას ვიდეო გაუგზავნა სადაც სთხოვდა, რომ არ ეძებნათ ის და არ გაემჟღავნებინა მისი ადგილსამყოფელი.

ამ დროისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია. ზოგიერთ ტელეგრამ არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალიმატ ტარამოვა  აიუბ ტარამოვის შვილია, რომელიც წარსულში ჩეჩნეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.

დღის ამბები