ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 353 443 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 498 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 338 318 -ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 034 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 40 667, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 242, PCR ტესტით - 16 425.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,95%, ბოლო 14 დღის - 2,64%, ბოლო 7 დღის - 2,32%.
სულ აცრილია - 202314, დღიურად აცრილია - 5283.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 47 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3147 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რაოდენობა - 610-ს შეადგენს.