19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
14 გარდაცვლილი, 522 ინფიცირებული და 1074 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 353 965 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1074 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 339 392-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5048 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21922, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 016, PCR ტესტით - 10 906.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,38%, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,29%.

სულ აცრილია - 206 742, დღიურად აცრილია - 4 425.

დღის ამბები