06 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
Amazon-ის დამფუძნებელთან ერთად კოსმოსში ფრენისთვის, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულმა პირმა 28 მილიონი დოლარი გადაიხადა

აუქციონის იდუმალმა მონაწილემ 28 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, რომ Amazon-ის დამფუძნებელ, მილიარდერ ჯეფ ბეზოსთან ერთად, კომპანია Blue Origin-ის პირველ კოსმოსურ ფრენაში მისი თანამგზავრი იყოს. 

გამარჯვებული შაბათის აუქციონზე გამოვლინდა, ვინ იქნება მილიარდერის თანამგზავრი კოსმოსში, ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა Blue Origin-მა Twitter-ში დაწერა, რომ გამარჯვებულის ვინაობა უახლოესი კვირების განმავლობაში გასაჯაროვდება.

20 ივლისის ეკიპაჟის დანარჩენი 2 წევრი - ჯეფ ბეზოსის ძმა, მარკი და ჯერჯერობით უცნობი კოსმოსური ტურისტი არიან.

რაც შეეხება თავად ამ უჩვეულო აუქციონს, მისით 140 ქვეყანაზე მეტი დაინტერესდა.

აუქციონის თითქმის 1 თვიანი პროცესის ყველაზე მაღალი ფსონი 5 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ ნაკლები იყო, თუმცა როგორც კი შაბათის ინტერნეტ-აუქციონი დაიწყო, აღნიშნული რიცხვი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.

"მოგება მთლიანად Blue Origin @ ClubforFuture-ს ფონდს გადაეცემა," - წერს Blue Origin-ს "ტვიტერში".

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის კაპიტალი 186.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

"20 ივლისს მე ამ მოგზაურობაში ძმასთან ერთად წავალ. დიდებული თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად," - წერს ბეზოსი საკუთარ Instagram გვერდზე.

დღის ამბები