13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, დაზიანდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიური".
წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები ვოლიერებიდან გამოიქცნენ, რასაც მოგვიანებით კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვა. ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ადამიანი მოკლა.
უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.