09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საბერძნეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საერთაშორისო დავალიანება დათქმულ დროში ვერ გადაიხადა

5 ივლისის რეფერენდუმს საბერძნეთი ბანკომატებთან გრძელი რიგებითა და საპროტესტო აქციით ხვდება. ბერძნებმა რეფერენდუმზე უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას: არიან თუ არა თანახმა ქვეყანამ მიიღოს საერთაშორისო კრედიტორების წინადადებები და გაატაროს მკაცრი ეკონომიკური რეფორმები, თუ უარი თქვას ამ შემოთავაზებაზე და დატოვოს ევროზონა.

საბერძნეთის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის მიმართვის მოლოდინშია. ალექსის ციპრასი სავარაუდოდ რეფერენდუმის თაობაზე და იმ შეთავაზებაზე ილაპარაკებს, რომელიც ევროკავშირს წერილის საშუალებით აცნობა. ქვეყნის პრემიერი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე წავიდა.

საბერძნეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც საერთაშორისო დავალიანება დათქმულ დროში ვერ გადაიხადა. ღამის 00:00 საათზე ვადა გაუვიდა ფინანსური დახმარების პროგრამასაც. ქვეყანა გაკოტრების ზღვარზეა.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ საკონსულო მომსახურების მიღებაზე შექმნილი პრობლემები მოხსნილია, თუმცა თანხების გადმორიცხვას საბერძნეთში მყოფი ქართველები ვერ ახერხებენ და ამ მხრივ საელჩო მათ ვერაფერს ჰპირდება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები