19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან, პირბადეები უნდა ვიხმაროთ - თენგიზ ცერცვაძე

მოუწევს თუ არა ქვეყანას შემსუბუქებული რეგულაციების კიდევ ერთხელ გამკაცრება, წინ ტურისტული სეზონია, ქვეყანა ვიზიტორებს ელოდება, ამ ფონზე საქართველოში ორი დოზით მხოლოდ 64 ათასი ადამიანია აცრილი. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურისტული სეზონი პირბადის ტარებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისივე თქმით, პირბადეები აუცილებლად უნდა ვატაროთ.

"ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან. ტურისტული სეზონი გაიხსნა უცხოეთის რიგ ქვეყნებში, სადაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ჩვენ ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი. პირბადეები უნდა ვიხმაროთ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 522-ი ადამიანი დაინფიცირდა. დაიღუპა 14 ადამიანი.

დღის ამბები