09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
გაკოტრების ზღვარზე მყოფი საბერძნეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

გაკოტრების ზღვარზე მყოფი საბერძნეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ათენი კრედიტორების წინადადებას თანხმდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. ქვეყანამ ვერ გადაიხადა ვალები და 9 საათის წინ მას საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროგრამაც შეუჩერდა.

ბერძნების ეკონომიური მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. უკვე მესამე დღეა ქვეყანაში არცერთი ბანკი არ მუშაობს.

ქვეყნის პრემიერმა კრედიტორების წინადადება მიიღო, მეორეს მხრივ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ კვირას უარი უთხრან საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებს წაყენებულ პირობებზე. რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართება.

ადგილობრივებთან და ტურისტებთან ერთად ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიც. შექმნილი კრიზისის გამო საქართველოს საელჩომ საკონსულო მომსახურება უფასო გახადა.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

 
დღის ამბები