09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
„ჩვენ ვალდებულები ვართ დავარწმუნოთ საბერძნეთი დარჩეს ევროზონაში,"-ფრანსუა ოლანდი

საბერძნეთის პრემიერის განცხადებებით ევროპა გაოცებულია. საბერძნეთის ხელისუფლების პოზიცია ევროპისთვის გაუგებარია, რადგან ერთის მხრივ ქვეყნის პრემიერმა კრედიტორების წინადადება მიიღო, მეორეს მხრივ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ კვირას უარი უთხრან საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებს წაყენებულ პირობებზე.

ევროპა 5 ივლისის რეფერენდუმს ელოდება. გერმანიის კანცლერმა ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა, სანამ რეფერენდუმის შედეგები არ გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვალდებულები ვართ დავარწმუნოთ საბერძნეთი დარჩეს ევროზონაში. მართალია ეს დამოკიდებულია საბერძნეთზე და ბერძენი ხალხის პასუხზე, თუ რეფერენდუმი შედგება, მაგრამ ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. როგორც ევროპელს მე არ მსურს ევროზონის შეცვლა და არც ხისტი განცხადებების მომხრე ვარ. ვფიქრობ ჩვენ უნდა გამოვნახოთ არგუმენტები მოლაპარაკებისთვის. საფრანგეთი ამის მომხრეა. უნდა ავღნიშნო, რომ გარიგება უნდა შედგეს, ჩვენ ყველამ ბევრი ვიმუშავეთ ამ მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

ევროპაში აქტიურად მსჯელობენ აისახება თუ არა საბერძნეთში არსებულ ვითარება ევროს ვალუტის სიმყარეზე.  

"იმის მიუხედავად რას მოიმოქმედებენ ბერძენი პოლიტიკოსები ან რა შედეგით დასრულდება რეფერენდუმი ჩვენ მაინც ვიპოვით გამოსავალს. არც ევროპას და არც ევროს საფრთხე არ ემუქრება. ევრო არის და რჩება სტაბილურ ვალუტად," - განაცხადა გერმანიის ვიცე–კანცლერი, ეკონომიკის მინისტრი ზიგმარ გაბრიელმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 
დღის ამბები