09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
რეფერენდუმამდე საბერძნეთთან ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოლაპარაკებებს წყვეტს ევროჯგუფი

5 ივლისის რეფერენდუმამდე საბერძნეთთან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოლაპარაკებებს წყვეტს მთლიანად ევროჯგუფი. ასეთია იმ შეხვედრის შედეგი, რომელიც ევროზონისა და საბერძნეთის ფინანსთა მინისტრებს შორის გაიმართა.

ევროჯგუფის განცხადებით, პრემიერ ციპრასის გუშინდელი ტელე მიმართვის შემდეგ დიალოგის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ და მხოლოდ რეფერენდუმის შედეგებს დაელოდებიან. საბერძნეთის მოსახლეობა კი თითქმის ყოველდღიურად მართავს აქციებს.

ამჯერად ათენში, ფინანსთა სამინისტროსთან პენსიონერები შეიკრიბნენ, რომლებმაც ხალხს რეფერენდუმში ანტიკრიზისული გეგმის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. იმავე განცხადებით გამოვიდა გუშინ ტელე მიმართვაში პრემიერი ალექსის ციპრასიც. ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა ანტონის სამარასმა კი მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

 
დღის ამბები