05 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
რამდენიმე საათი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამდე - ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაშია

რამდენიმე საათი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამდე.
ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაშია. მალე შვეიცარიაში ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან. ორი ქვეყნის პირველი პირები ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობებს განიხილავენ.

შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვიც დაესწრებიან. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, სავარაუდოდ, 4-5 საათს გაგრძელდება. ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან პირველი პირისპირ შეხვედრაა.

დღის ამბები