05 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
"ყველაზე ერთნაირი" ტყუპი დები საზიარო საქმროზე დაინიშნენ - ავსტრალიელი სამეული ქორწინების დარეგისტრირებისთვის ქვეყანას ეძებს

ავსტრალიელი ტყუპი დები, რომლებიც  მსოფლიოში "ყველაზე ერთნაირებად" არიან აღიარებული, საზიარო შეყვარებულზე დაინიშნენ, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა უკვე 9 წელია აქვთ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

35 წლის ანა და ლუსი დისინკებმა 37 წლის ბენ ბრინთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. მამაკაცმა საცოლეებს 2 ერთნაირი ბეჭედი აჩუქა, რომლებიც, მათი უნიკალური კავშირის აღსანიშნავად, 3 რგოლისგან შედგება.

"ანა და ლუსი, თქვენ ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და მსურს მთელი ცხოვრება თქვენთან ერთად გავატარო" - განაცხადა ბენმა ნიშნობისას.

სამეულს ურთიერთობა 2012 წლიდან აქვს. იმის გამო, რომ ავსტრალიის კანონები ერთზე მეტი კანონიერი მეუღლის ყოლას კრძალავს, ანა, ლუსი და ბენი ეძებენ ქვეყანას, სადაც მათ სამმაგ კავშირს  დაარეგისტრირებენ.

როგორც ქალები ამბობენ, ისინი მთელ დროს ერთად ატარებენ და შფოთვა იპყრობთ, როდესაც ერთმანეთს თუნდაც ცოტა ხნით შორდებიან

"მე არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ჩვენ უბრალოდ ნორმალურად ფინქციონირება არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე," - განაცხადა ანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანას და ლუსის თქმით, მათი მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი ცდილობენ ერთნაირი რაოდენობის საკვები მიიღონ და საშხაპეშიც კი ერთად შედიან. 

 

დღის ამბები