06 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
რამდენად ეფექტურია გერმანული ვაქცინა და რომელ ქვეყნებში უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება - COVID-ვითრება მსოფლიოში

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს ინგლისში, სადაც დაწესებული შეზღუდვები 19 ივლისამდე გახანგრძლივდა.

გასულ დღე-ღამეში რეკორდულად იმატა ინფიცირების მაჩვენებელმა სამხრეთ აფრიკაში. ვირუსი 13 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

აქტიური იმუნიზაციის პარალელურად, პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნა იგეგმება საფრანგეთსა და ესპანეთში, რეგულაციები შემსუბუქდება ავსტრალიაშიც.

ამავე დროს გერმანულმა ვაქცინა "ქიურ-ვაკმა" COVID -19-ის წინააღმდეგ 47%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც წინასწარ განსაზღვრულ სტატისტიკური წარმატების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მარცხის მიზეზად კომპანიამ ვირუსის სხვადსხვა ვარიანტები დაასახელა.

 

დღის ამბები