09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საბერძნეთში შექმნილ ვითარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი ეხმაურება

საბერძნეთს ჭირდება ფინანსური და ფისკალური დახმარება. ასე გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი „როიტერისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. მისი თქმით, საბერძნეთმა ევროპელი პარტნიორებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო.

პარალელურად ევროპის საბჭო საბერძნეთში დაგეგმილ რეფერენდუმს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. სტრასბურგში აცხადებენ, რომ არსებული ნორმების მიხედვით, ამომრჩეველს მინიმუმ ორ კვირიანი ვადა უნდა მისცემოდა მოსაფიქრებლად.

თავად ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კი შედეგების მოლოდინშია. მან „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა, რომ ევროპას სურს საბერძნეთის დახმარება, თუმცა თუ ეს ბერძენი ხალხის ნება არ იქნება, სხვაგვარად დახმარება შეუძლებელია. საფრანგეთის პრეზიდენტი კი აცხდებს, რომ არ სურს საბერძნეთი ევროზონის მიღმა იხილოს.

 
დღის ამბები