09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
სინაის ნახევარკუძულზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

სინაის ნახევარკუძულზე ეგვიპტის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ორმხრივი სროლის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ეგვიპტელი სამხედროა.

ეგვიპტის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ წუთებში სინაის ნახევარკუნძულზე ისინი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. ეგვიპტურმა მხარემ რამდენიმე მებრძოლის დაკავებაც მოახერხა, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდარი ისრაელის პრემიერმინისტრმა დაგმო და ჯიჰადში ისლამურ სახელმწიფოსთან ერთად ირანიც დაადანაშაულა.

დღის ამბები