პარლამენტი ხვალიდან საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვაზე იმსჯელებს. კულტურის კომიტეტის სხდომას დაპირისპირებული მხარეები დაესწრებიან. 400-მდე მუსიკოსი კანონში დაზუსტებას ითხოვს, რომ საავტორო უფლებების დაცვისა და ჰონორარის აკრეფისათვის მათ თავად შეეძლოთ კომპანიის არჩევა. ცოტა ხნის წინ ხელოვანებმა პრესკონფერენცია გამართეს
"ჩვენ ვითხოვთ პარლამენტისგან კანონმდებლობაში სინათლის შეტანას და ხარვეზების გასწორებას," - განაცხადა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.
მომღერალი თემურ რცხილაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის მიერვე მიღებული კანონის სამართლიანად აღსრულებას:
"არიან ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ჩვენ საავტოროებს, რომელიც თვალით არ გვინახავს" - აცხადებს თემურ რცხილაძე.