06 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
21 დღის ბავშვი ხის ყუთით მდინარეში ჩაუშვეს - ინდოელმა მენავემ პატარა გოგო გადაარჩინა და სოლიდური ჯილდო მიიღო

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშში მენავემ მდინარე განგში ხის ყუთით მცურავი გოგონა გადაარჩინა - ამის შესახებ BBC წერს. 

გულულო ჩოდჰარის თქმით, როდესაც მან ბავშვის ტირილის ხმა გაიგო, მდინარეში შევიდა, ხის ყუთი გახსნა და ახალშობილი აღმოაჩინა, რომელიც ინდუისტური ღვთაებების გამოსახულებებით გაფორმებულ წითელ შარფში იყო გახვეული. 

No description available.

ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის კონტროლი მიმდინარეობს. მოგვიანებით, მას ახალშობილთა თავშესაფარში გადაიყვანენ. 

სამართალდამცველები ამ დრომდე იკვლევენ, თუ როგორ აღმოჩნდა 21 დღის გოგო მდინარეში. მათი თქმით, ყუთში იყო ჰოროსკოპის ბარათიც, რომელშიც მითითებული იყო ბავშვის დაბადების დრო და თარიღი. პოლიციამ ახალშობილი "განგას" სახელით მოიხსენია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მენავეს ხელისუფლება სხვადასხვა ჯილდოს - მათ შორის, სახლს გადასცემს. 

დღის ამბები