19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმის ცდუნებას, რომ სკოლა არ ექცია საარჩევნო ხმების ფერმად - რეზო აფხაზავა

რა არის იმის მიზეზი, რომ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგები წლების განმავლობაში არასახარბიელოა. ამ თემაზე საუბრისას "ღამის კურიერის" ეთერში განათლების ექსპერტმა რეზო აფხაზავამ აღნიშნა, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძირეული რეფორმების განხორციელება:

"დავიწყებთ მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებაზე ფიქრს, მოვა არჩევნები, ნწ... ნწ... იტყვიან, არა გენაცვალე, თქვენ კაციშვილი ხელს არ გახლებთ... იცი საგანი, არ იცი, ლანძღავ ბავშვს თუ არა, მაინც იქნები სკოლაში.

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმის ცდუნებას, რომ სკოლა არ ექცია საარჩევნო ხმების ფერმად. ჩვენი ხელისუფლებები სამწუხაროდ იმას კი არ ფიქრობენ, რომ რა გააკეთონ, თუნდაც მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, არამედ ფიქრობენ იმაზე, როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება და როდესაც ამაზე ფიქრობ ეს განათლების სისტემა არის ყველაზე მეტად განტევების ვაცი," - განაცხადა რეზო აფხაზავამ.

დღის ამბები