06 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
"უფრო და უფრო გრძელი ხდება... " - ქალმა წამწამები 20 სანტიმეტრამდე გაიზარდა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩინელმა ქალმა წამწამები 20 სანტიმეტრამდე გაიზარდა და გინესის თავისივე რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ გინესის რეკორდების საიტზეა აღნიშნული.

2021 წლის 20 მაისს გინესის რეკორდების წიგნის სპეციალისტებმა იუ ცზიანსის წამწამები გაზომეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს. მისი წამწამების საშუალო სიგრძე 20 სმ იყო, ხოლო ყველაზე გრძელი წამწამი მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე 20.5 სანტიმეტრის სიგრძისაც კი აღმოჩნდა.

ჩინელი ქალი რეკორდების წიგნში პირველად 2016 წელს მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წამწამების მქონე. მაშინ მათი სიგრძე 12 სმ-ზე მეტი იყო.

"იმას, რომ ჩემი წამწამები გამუდმებით იზრდებოდა, 2015 წელს მივხვდი. წამწამები უფრო და უფრო გრძელი ხდება. მივმართე ექიმსაც, რომ გამეგო, რატომაა ჩემი წამწამები სხვების წამწამებისგან განსხვავებული. ისინი გაოცებულები იყვნენ და მიზეზი ვერ ახსნეს," - აცხადებს ცზიანსი. მისი თქმით, ის არასოდეს იყენებს თვალის ტუშს ან ლაინერს.

იუ შეეცადა ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა ეპოვა და მიზეზს გენეტიკაში ეძებდა, მაგრამ არცერთ მის ნათესავს ამგვარი გრძელი წამწამები არ აღმოაჩნდა. საბოლოოდ ცზიანსიმ ირწმუნა, რომ მისი განსაკუთრებულობა ბუდას საჩუქარია.

 

დღის ამბები