09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ევროპა საბერძნეთისთვის რეფერენდუმამდე ახალი კრედიტის გამოყოფას გამორიცხავს

“ევროპა რეფერენდუმამდე საბერძნეთთან ახალი კრედიტის გამოყოფაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს”, - ეს გადაწყვეტილება ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ალექსის ციპრასის მიმართვის შემდეგ გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს.

საბერძნეთის კრიზისს ტვიტერში გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მისი თქმით, თუ ბერძნები რეფერენდუმზე კრედიტორთა პირობებს უარს ეტყვიან, ევროკავშირი მათ დახმარებას ვერ შეძლებს.

5 ივლისს დაგეგმილ პლებისციტს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ევროსაბჭო. სტრასბურგში აცხადებენ, რომ არსებული ნორმების თანახმად, ამომრჩეველს მოსაფიქრებლად მინიმუმ ორ–კვირიანი ვადა უნდა ჰქონოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის აზრით კი საბერძნეთს დღეს ფინანსის გარდა ფისკალური რეფორმების გატარებაც სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები