09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
პენტაგონმა რუსეთი რევანშისტული ქვეყნების სიაში შეიყვანა

პენტაგონმა რუსეთი რევანშისტული ქვეყნების სიაში შეიყვანა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მთავარ საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენს, თუმცა დოკუმენტში საუბარია რევანშისტულ სახელმწიფოებზეც, მათ შორის რუსეთზე, ირანზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე.

პენტაგონის შეფასებით, მოსკოვმა არაერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და მზად არის, საკუთარი მიზნის მისაღწევად ძალაც გამოიყენოს.

დღის ამბები