09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს

შეერთებულმა შტატებმა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, ვაშინგტონშიც და ჰავანაშიც 20 ივლისისთვის საელჩოებიც გაიხსნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ორივე ქვეყნის მოსახლეობამ აჩვენა, რომ წარსულის ტყვეობაში აღარ არიან. ურთიერთობები კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის 1960 წელს გაიყინა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა კი მას სანქციები დაუწესა.

თუმცა, მხარეები ურთიერთობის ნორმალიზებაზე მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, აპრილში კი ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა.

დღის ამბები