09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
36 ადამიანი დაიღუპა ფილიპინების სანაპიროსთან ბორანის გადაბრუნების შედეგად

ფილიპინების სანაპიროსთან მგზავრებით სავსე ბორანი გადაბრუნდა. ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 36 მათგანი დაიღუპა, 19-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებმა 118 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ბორანი ქალაქ ორმოკიდან კუნძულ კამოტესზე მიდიოდა. გავრცელებული ცნობით, ის პორტის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ამობრუნდა.

კატასტროფის მიზეზი უცნობია. 

დღის ამბები