მზიურის პარკში პირველი ფლიმარკეტი ეწყობა. სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება აქვთ. პარკში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ აღმოაჩინონ ახალი წიგნები. ღონისძიება "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში იმართება.
ფლიმარკეტის მონაწილეები ამბობენ, რომ მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია.
"ნებისმიერრ მსურველს შეუძლია საკუთარი პროდუქცია გამოიტანოს და გაყიდოს. ასევე, წიგნის მომხმარებლებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაბალ ფასებში შეიძინონ წიგნები და სხვა ადამიანები გაიცნონ, ვინც დაინტერესებულია ამ ყველაფრით,"-აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე.