09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ბერძნების კრიზისი - ხელისუფლებამ კრედიტორებთან მოლაპარაკებები შეაჩერა

საბერძნეთში კრიზისი გრძელდება. მაღაზიებში პროდუქტების მარაგი იწურება, დაკეტილია ბანკებიც. ქვეყანა კი რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას რჩებიან თუ არა ევროკავშირში. 

რეფერენდუმის ჩატარების პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ევროკავშირში. ევროპელი დიპლომატები თვლიან, რომ მოსალოდნელი რეფერენდუმის შესახებ ორი კვირით ადრე უნდა აცნობონ საზოგადოებას რათა მოქალაქეებს ანალიზის გამოტანის საშუალება ჰქონდეთ. როგორც იცით, საბერძნეთის პრეზიდენტმა რეფერენდუმი 1 კვირით ადრე დაანონსა. 

რეფერენდუმის ჩატარებამდე საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლების კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველი გახდა. 

"ალექსის ციპრასის საქციელი პარანოიას ჰგავს. გუშინ დილით მან წერილი მიწერა საერთაშორისო კრედიტორებს და პირობებზე თანხმობა განაცხადა. შუადღისას კი ტელევიზიით გამოვდა და შანტაჟში დაადანაშაულა. მოსახლეობას კი მოუწოდა კვირის რეფერენდუმზე თქვან–არა. ასეთი საქციელი კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ხელს ვერ შეუწყობს.აშკარაა, რომ რეფერენდუმი ევროპულ არჩევანზეა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამას არ აღიარებს და ირწმუნება, რომ უარის თქმა მოლაპარაკებებზე ბერძნულ მხარეს პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. თუ ხალხი მართლაც არ დათანხმდება პირობებს, ბანკები არ გაიხსნება, მაგრამ თუ გაიხსნება, ევროს ნაცვლად დრაჰმის გაცემას დაიწყებენ. გარდა ამისა აღარ იარსებებს მოლაპარაკების განახლების საფუძველიც.მიტომ იმედი მაქვს რეფერენდუმზე ხალხი ევროპას ეტყვის– დიახ,"- აცხადებს მირანდა ზაფა IMF-ს წარმომადგენელი.

ბერძნებთან ერთად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო პრობლემები შეექმნათ იმ ქართველებსაც რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ პროცესი თუ ასე გაგრძელდა ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ საკვებთან და საცხოვრებელთან დაკავშირებით. 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები