20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
კოვიდრეგულაციების გამო დაჯარიმებულ 245 ათასზე მეტ მოქალაქეს ამნისტია შეეხება - პრემიერის ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირებს, რომელთაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პანდემიის დროს დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღეს. 

"დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, დაახლოებით, 245 000 ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები