09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. გადადგომის შესახებ მან დღის ბოლოს, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვიტაშვილის თქმით, როდესაც ბლოკი, რომელმაც ამ თანამდებობაზე მიიწვია, მის გარეშე განიხილავს გადადგომის საკითხს, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება პოსტის დატოვებაა. მისივე განცხადებით, ის უკრაინაში რჩება და მზად არის, ახალ მინისტრსაც დაეხმაროს.

განცხადების დაწერამდე ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს გადადგომისკენ ოდესის ოლქის გუბერნატორმაც მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საჭიროა უფრო აგრესიული ადამიანი მოიძებნოს, რომელიც კვიტაშვილის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ძველ კორუმპირებულ სისტემას მთლიანად შეცვლის.

დღის ამბები