06 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
რეკორდული სიცხე ათენში - მინიმალური ტემპერატურა 40 გრადუსი დაფიქსირდა

საბერძნეთის დედაქალაქში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - გასული კვირის განმავლობაში მინიმალური ტემპერატურა 40 გრადუსი იყო, ხოლო მაქსიმალური პარასკევს, 47 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას ათენის ეროვნული ობსერვატორია ავრცელებს.

დედაქალაქის მერია სამომავლოდ ტემპერატურის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს, შესაბამისად ცვლილებები იგეგმება ურბანულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

საბერძნეთის დედაქალაქის მერის განცხადებით, ათენის მასშტაბით, მნიშვნელოვანია ქალაქის შენობებისა და სახურავების მოპირკეთება ცივი მასალით, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერის თბილი მასების გაფანტვას და ურბანული სითბოს დაგროვებას.

დღის ამბები