06 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან სოციალური დისტანციის დარღვევის გამო გადადგა 

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ მიღებული კანონი დაარღვია და თავის კაბინეტში ასისტენტს ჩაეხუტა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უკვე გადაეცა.

ბორის ჯონსონმა მომხდარზე მწუხარება გამოხატა.

დღის ამბები