06 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
თურქეთში სტამბოლის არხის მშენებლობა იწყება, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს

თურქეთში სტამბოლის ახალი არხი აშენდება.

არხი ერთმანეთს დააკავშირებს შავ და მარმარილოს ზღვებს. მეგაპროექტის დაწყების ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიფ ერდოღანიც დაესწრო.

სტამბოლის არხი დღის მანძილზე დაახლოებით 185 ხომალდს გაატარებს. პროექტს უკვე უწოდეს თურქეთის ისტორიაში უდიდესი ინფრასტრუქტურული ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები