06 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა - ინციდენტი ლოს-ანჯელესში მოხდა

მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა.

როგორც BBC იტყობინება, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა.

აეროპორტის პოლიციამ ის ასაფრენ ბილიკზე დააკავა. მამაკაცი მსუბქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში ფრენების დროს მომხდარ ინციდენტთა რაოდენობა მიმდინარე წელს გაიზარდა და უკვე 3 ათასამდე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები