06 მაისი 2024,   03:36
ვრცლად
ჩაქუჩით შეიარაღებული მამაკაცი ბრიტანეთის მეტროსადგურში რამდენიმე მგზავრს თავს დაესხა - მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რამდენიმე მგზავრს ჩაქუჩით თავს დაესხა, 12 წელი მიუსაჯეს. ამის შესახება ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

19 წლის მამაკაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ მეტროსადგურში, მგზავრებს, რომლებიც ბაქანზე იდგნენ, თავს დაესხა. თავდამსხმელმა ერთ-ერთ მგზავრს ჩაქუჩით თავის ქალა გაუტეხა, რის შემდეგაც კიდევ ორ ადამიანს დაესხა თავს. დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცავებმა შემთხვევიდან ერთ კვირაში დაადგინეს. მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

დღის ამბები