09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ტერორისტებმა სირიის უძველესი ქალაქი გაანადგურეს

ტერორისტებმა სირიის უძველესი ქალაქი გაანადგურეს. საუბარია პალმირაზე, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ისლამური სახელწიფოს წევრებმა ძეგლების უმეტესობა ააფეთქეს, ქანდაკებები კი დაამსხვრიეს. განადგურებული არტეფაქტები ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით თარიღდება.

უძველესი ძეგლები ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ ნიმრუდსა და მოსულშიც გაანადგურა. მათ ისტორიულ სალოცავებს ბულდოზერებით გადაუარეს.

იუნესკოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერორისტები არტეფაქტებს შავ ბაზარზე ყიდიან და თანხებს ექსტრემისტული საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებენ.

დღის ამბები