03 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
სამხედროებმა კოლუმბიაში 6 ტონა კოკაინი ამოიღეს

სამხედროებმა კოლუმბიაში 6 ტონა კოკაინი ამოიღეს. ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის დაჯგუფებებს ეკუთვნოდათ. ამოღებული კოკაინის ღირებულება საერთო ჯამში რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს.

დაჯგუფების ლიდერები ნარკოდანაშაულში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მთავრობა მათ დისკრედიტირებას ცდილობს.

დღის ამბები