16 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
ვაშლოვანის ნაკრძალში მეორე დღეა ხანძარია - რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის ჩართვა იგეგმება

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში მეორე დღეა ხანძარია. რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩასაქრობად დილიდან ვერტმფრენის ჩართვა იგეგმება.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. რამდენი ჰექტარია დამწვარი ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.

აალება, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

დღის ამბები