20 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
კოვიდ ვაქცინის პასპორტი - ევროკავშირის ახალი რეფორმა, რომელიც მოგზაურობას უსაფრთხოს გახდის

ევროკავშირის ვაქცინის პასპორტი ახალი ციფრული სერთიფიკატია, რომელზე წვდომა ევროკავშირში მყოფ 27 ქვეყანას ექნება.

ეს სერთიფიკატი მხოლოდ მათ გადაეცემათ, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს და კოვიდი უკვე გადაიტანა.

ამ ტიპის პასპორტების გამოყენება უკვე პირველი ივლისიდან იქნება შესაძლებელი. პასპორტზე იქნება დატანილი სპეციალური QR კოდი, რომელიც თქვენს შესახებ ატარებს ინფორმაციას კოვიდთან დაკავშირებით.


სერთიფიკატების შემოღების მთავარი მიზეზი და საჭიროება ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ხალხმა გადაადგილება სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლოს. ეს არ არის სამოგზაურო დოკუმენტი, ადამიანებს მაინც მოუწევთ თან ატარონ პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო საშუალება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პასპორტების მეშვეობით დიდ ბრიტანეთში მოგზაურობა და მიმოსვლა აღდგება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები