09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
"რეფერენდუმის დანიშვნით მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა,“ - ბერძენი ექსპერტები ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ

რამდენიმე საათში ატენში კონსტიტუციის მოედანზე ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია დაიწყება. საბერძნეთის ხელისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ერთი აქცია ევროზონიდან გასვლის, მეორე კი მასში დარჩენის მიზნით ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს უკვე მოუწოდა უარი განაცხადონ ევროზონაში დარჩენაზე. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კი ევროზონიდან გასვლას ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური ექსპერტები საბერძნეთიდან ევროზონის გასვლას „დამღუპველ ფაქტს“ უწოდებენ.

„ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად დაინგრა. საბერძნეთი ღარიბი ქვეყანა არ არის, მისი შიდა პროდუქტი 200 მილიარდი დოლარია, მაგრამ ეკონომიკა ნადგურდება და ეს ხდება ევროპიდან დახმარების მიუხედავად. წლები დასჭირდება ვითარების ნორმალიზებას. საბერძნეთის ადგილი ევროპაშია, რეფერენდუმის დანიშვნით მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა,“-აცხადებს ექსპერტი კონსტანტინოს იაფანისიტი.

 

ავტორი:თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები