ბათუმში 80 წლამდე ქალი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, 15 საათზე თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.