09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
საბერძნეთის ბანკებში ფულის მხოლოდ ორი დღის მარაგი დარჩა-ეკონომიკური გუნდი პროგნოზს ვეღარ აკეთებს

საბერძნეთის ბანკებში ფულის მხოლოდ ორი დღის მარაგი დარჩა, საბერძნეთის პრემიერმა კი მოსახლეობას მიმართა და ევროპელები შანტაჟში დაადანაშაულა. ალექსის ციპრასმა ბერძნებს კვლავ მოუწოდა 5 ივლისის რეფერენდუმზე კრედიტორთა მკაცრ პირობებს უარით უპასუხონ.

საბერძნეთი ორშაბათიდან მთლიანად ევროპის ცენტრალური ბანკის დახმარებაზე დამოკიდებული ხდება, თუმცა თანხის მიღების გარანტია ლუქსემბურგიდან ჯერ არ მიუღიათ.

ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა საბერძნეთი, რომ რეფერენდუმზე ხალხის მიერ უარყოფითი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში ქვეყანას ევროზონის დატოვება მოუწევს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, თამარ ბაღაშვილი, გიორგი კვიწინაძე, მალხაზ მეგრელიშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები