ბათუმში არასრულწლოვანზე სავარაუდო გარყვნილი ქმედება განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 10 წლის მოზარდს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს აყურებინებდა და სასქესო ორგანოზე ეხებოდა.
გამოძიება სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაზე მიმდინარეობს.
შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა, მოზარდი საქველმოქმედო ფონდ "იალქანი"-ს ბენეფიციარია. ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, მოზარდმა დეტალურად უამბო გამოძიებას მომხდარის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულებები არ არსებობს. ფონდის დირექტორის ინფორმაციით, გამოკითხულია სავარაუდო დამნაშავეც.
სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს და ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მოზარდის დედა, ამბობს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და აპირებს სასამართლოს მიმართოს.