გორში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გაზის ავზი მოულოდნელად, გაურკვეველი მიზეზით აალდა, თუმცა აფეთქება არ მოყოლია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. დაშავებულები კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით, სამივეს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება, ერთის მდგომარეობა მსუბუქია, ორ პაციენტს კი აღენიშნება სხეულის მრავლობითი დამწვრობა და იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში.