09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში-32 დაკავებულიდან უმეტესობა ქართველია

ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ძალოვანებმა 32 პირი დააკავეს, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია.

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულები იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ესპანეთში სახლების ძარცვაში, ნარკოტრაფიკსა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდსა და ვალენსიაში ჩატარდა და მასში 200 პოლიციელი მონაწილეობდა. ძალოვანებმა ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და იარაღი აღმოაჩინეს.

 
დღის ამბები