ქალი, რომლის ავტომობილის დაწვაშიც საკრებულოს წევრს ადანაშაულებენ, "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
დაზარალებული "ევროპული საქართველოს" აქტივისტია, რომელსაც თავის ვინაობის დასახელება საჯაროდ არ სურს. რაც შეეხება კახა ბურჯანაძესთან მის ურთიერთობას, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ისინი დაპირისპირებაში იყვნენ, დაზარალებული ქალი უარყოფს. დაზარალებული ასევე უარყოფს, რომ დამწვარი ავტომობილი კახა ბურჯანაძის საკუთრება, ქალი ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილი საკუთარი სახსრებით შეიძინა.
კახა ბურჯანაძეს ბრალი ოფიციალურად ცოტა ხანში უნდა წარედგინოს. მას სისხლის სამართლის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
"ხმაურზე გამოვედი და ვნახე, რომ მანქანას ცეცხლი ეკიდა. ვინ არის დამნაშავე არ ვიცი. თითქმის ოჯახური ურთიერთობა გვქონდა, არა მარტო კახა ბურჯანაძესთან, არამედ "ევროპული საქართველოს" თითოეულ წარმომადგენელთან. მე მას ხელს არ ვადებ, რადგან არ ვიცი ვინ არის დამნაშავე,"- აცხადებს
შეგახსენებთ, რომ კახა ბურჯანაძე სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავეს. ის გორში "ევროპული საქართველოს" წევრია. დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთრებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს. ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი, ის დაკითხეს.
ავტორი: ხატუნა გაგნიძე.