09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
პუტინი დასავლეთთან არამეგობრული დამოკიდებულების შეცვლას არ ელოდება

ვლადიმერ პუტინი დასავლეთის არამეგობრული დამოკიდებულების მიზეზებზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება.

განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთი ზეწოლას მხოლოდ იმის გამო განიცდის, რომ მოსკოვი არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით.

"ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ შიდა და საგარეო პოლიტიკას, რაც არ მოსწონს ყველას"– განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით დასავლეთი ცდილობს სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის სანქციებით, რუსეთის საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს და ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს წევრებს ამ გამოწვევების შეფასება და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება დაავალა.

 
დღის ამბები