09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშაბათს ბანკების გახსნის პირობას დებს

ათენის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს. ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ქვეყნის წამყვანი ბანკირებისა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებს სამშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბანკების გახსნის პირობა მისცა.

მინისტრმა იანის ვარუფაკისმა ბანკირებთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ფულის მასის ამოწურვის საკითხი განიხილა, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღეს ჯერჯერობით ეს უცნობია.

საბერძნეთი კვლავ რეფერენდუმის მოლოდინშია.

 
დღის ამბები